16:04 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-23 04:15:49, 3077 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - EBRD-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელი გააჩნია საქართველოში, რადგან რეფორმების მიმართულებით ლიდერი ქვეყანა ვართ

ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა,  EBRD საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელი გააჩნია ჩვენს ქვეყანაში იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი რეფორმების მიმართულებით.
მისივე თქმით, შესაბამისად,  EBRD-ი ყოველთვის სწრაფად და ეფექტურად ახორციელებს  ინვესტიციებს და გამოყოფს სესხებს ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

ნათია თურნავას განცხადებით, აღსანიშნავია EBRD-ის მრავალმილიონიანი დახმარება, რომელიც გამოიყო ჩვენი ელექტროგადამცემი ხაზების და გზების რეაბილიტაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის, მაგრამ ასეთ კონკრეტულ მატერიალურ ინფრასტრუქტურასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია  EBRD-ის დახმარება რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.

„ამასთან, EBRD-ი გვეხმარება და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგეტიკული რეფორმის განვითარებაში. EBRD -ის დახმარებით ვაკეთებთ აქცენტს განახლებად ენერგიაზე, განსაკუთრებით ქარის ენერგიაზე, მზის ენერგიაზე და არა მხოლოდ ტრადიციულ, ჰიდრო ენერგეტიკაზე. ასევე გვეხმარება ბაზრის ახალი დიზაინის შემუშავებაში - შევქმნათ უფრო კონკურენტული ბაზარი, რომლის გახსნაც პრაქტიკულად წელს დავიწყეთ. გარდა ამისა, გვეხმარებიან სოციალური პოლიტიკის გადაწყობაში იმდგვარად, რომ მოსახლეობის ტარიფების მართვა უკეთესად შეგვეძლოს, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია სოციალურად დაუცველი მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე. ამ მიმართულებით ჩვენ მხოლოდ გავაძლიერებთ თანამშრომლობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, EBRD -ის მხარდაჭერით მიიღწევა ასევე ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანა, როგორიც არის ქვეყნის ენერგოეფექტურობა.

 

 

NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics