04:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 18:41:10, 2674 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოში ხმაურია - აქციის მონაწილეებს საკუთარ პროცესზე არ უშვებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს სხდომათა დარბაზში შესვლა სურდათ, თუმაც მათ ამის საშუალება მანდატურებმა არ მისცეს. აღნიშნულს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოში 18:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა საკუთარ პროცესზე შესვლის უფლება არ მისცეს.  

„მოვედი, რადგან მოსამართლის მხრიდავ ვიყავი გაფრთხილებული, რომ განაჩენი უნდა ყოფილიყო 6 საათზე, მაგრამ არ მიშვებენ. მითხრეს 6-ზე უნდა იდგე კართან, თორე წუთის დაგვიანებას არ გაპატიებთო, მოწმეები დავინახე, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ ჰყავთ შეყვანილი და  ამუშავებენ, რომ რაღაცა ათქმევინონ. გამოაგორეს ეს ბიჭები, რათა არ შეგვიშვან, რადგან გაფრთხილებული ვიყავი მოსამართლის მხრიდან რომ უნდა ყოფილიყო განაჩენი“,- განაცხადა მაქარაშვილმა.

შენობაში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, დაკავებულთა პროცესი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics