10:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 11:48:18, 2546 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ნებისმიერი ტრიბუნა და საშუალება უნდა გამოვიყენოთ უკანონოდ დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად

„ჩემი, თქვენი და ყველას ვალია, გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა და საშუალება, რათა გამოვუცხადოთ თანადგომა და მხარდაჭერა ჩვენს მეგობარს, პროფესიონალ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც არის უკანონოდ დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ“, - ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ექიმის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ხმა მივაწვდინოთ.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველამ ვიცით რომ როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. ყველა სამსახური და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ის. თვითონ ვაჟა ექიმს რაც შეეხება, კარგად გრძნობს თავს. არანაირი პრობლემა არ აქვს, ფიზიკურად, ყველანაირად არის ნორმალურად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ის რაც შეიძლება დროულად გათავისუფლდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics