19:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 16:09:18, 620 ნახვა

საზოგადოება
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

არჩილ ხაბაძემ და გიორგი თავამაიშვილმა ხ. ახვლედიანის სახელობის  მუზეუმის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. 

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურისი ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამუშაოების ღირებულება 521 000 ლარია. პროექტი შენობის სრულ აღდგენას ითვალისწინებს.

მუზეუმის ეზოში უკვე აშენდა ადმინისტრაციის ახალი შენობა, რომელშიც შიდა სამუშაოები სრულდება. მიმდინარეობს ასევე ეზოს კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია. მუზეუმის შენობა გასულ საუკუნეშია აგებული, შესაბამისად, პროექტი შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. ამ ეტაპზე დასრულებულია მუზეუმის ფასადის მოწყობა, მიმდინარეობს შენობის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც  მიმდინარე წლის სექტემბერში ჩაბარდება. სამუშაოებზე სულ დასაქმებულია 70-მდე ადამიანი. სრულად რეაბილიტირებული მუზეუმი მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics