02:31 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 13:18:46, 435 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე: ამ პროვოკაციას საქართველოს მთავრობა მშვიდად შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან ბოლო დროს, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპანტური ქმედებები განიხილა.

პრემიერმა ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევას პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენას საქართველოს მთავრობა პრინციპულად, მაგრამ მშვიდად შეხვდა.

„ჩვენ  განვიხილეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საოკუპაციო ხაზთან.  მე კიდევ ერთხელ, საქართველოს სახელით გამოვხატე შეშფოთება და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ეს არის პროვოკაცია, რომელსაც საქართველოს მთავრობა, მტკიცედ, პრინციპულად , მაგრამ მშვიდად შეხვდა. თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენი საერთო მიზანია, რომ არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციებს და არ მივცეთ საბაბი არავის, ამ დეესკალაციის", – აღნიშნა პრემიერმა დონალდ ტუსკთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.  

ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics