00:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-16 16:47:56, 1783 ნახვა

პოლიტიკა
„ლელო“ - მოვუწოდებთ მთავრობას და საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ექიმის გასათავისუფლებლად

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო საზოგადოებას, მეგობარ ქვეყნებს და დიპლომატიურ მისიებს საქართველოში, მოუწოდებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას მოძრაობა „ლელო“ მათივე ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს ხელისუფლება ვერ ქმნის უსაფრთხოების ადეკვატურ მექანიზმებს, მუდმივად ცდილობს ფაქტების მიჩუმათებას და საზოგადოებაში უსუსურობისა და „დამარცხებულობის“ განცდის დანერგვას.

„9 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ოკუპანტებმა დააკავეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

აღნიშნული ფაქტით დაირღვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ექიმის ხელშეუხებლობის შესახებ. საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის მისვლის მიზანი იყო ახალგორში მცხოვრები 67 წლის თამარ გიგაურისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

სამწუხაროდ, ადამიანების გატაცებამ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან რეგულარული სახე მიიღო. საქართველოს ხელისუფლება ვერ ქმნის უსაფთხოების ადეკვატურ მექანიზმებს, მუდმივად ცდილობს ფაქტების მიჩუმათებას და საზოგადოებაში უსუსურობისა და „დამარცხებულობის“ განცდის დანერგვას. რომ არა ვაჟა გაფრინდაშვილის ავტორიტეტი, გატაცების ფაქტი მორიგ გაუხმაურებელ მოვლენად დარჩებოდა.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო საზოგადოებას, მეგობარ ქვეყნებს, დიპლომატიურ მისიებს საქართველოში, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე საქართველოა!“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics