00:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-16 15:55:38, 1830 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება

„ქართული მარში“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს და კვირას, 17 ნოემბერს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება - ამის შესახებ განცხადება „ქართული მარშის“ ლიდერმა  სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ახლა პირველობისთვის ბრძოლის დრო არ არის, რადგან სამშობლოა გადასარჩენი.

„პარლამენტში წარმოდგენილი ძალებიდან მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიკავა ეროვნული პატრიოტული პოზიცია და მხოლოდ მათი ქმედება პასუხობს ქართველი ერის ინტერესებს. „ქართული მარშის“ ყველა წევრს, ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ შეუერთდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციას. პირველობისთვის ბრძოლის დრო არ არის, სამშობლოა გადასარჩენი, რაც მხოლოდ ეროვნული ქართული ძალების ერთიანობით მიიღწევა“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსი“ კვირას, 17 ნოემბერს, საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედანზე გამართავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, საპროტესტო აქციებს უწყვეტი სახე ექნება. მათი მთავარი მოთხოვნა კი ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ წასვლა იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics