16:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 14:06:30, 3444 ნახვა

ეკონომიკა
ქართლის ქარის ელექტროსადგურის გასხვისების აუქციონში „კავკასიის ქარის კომპანიამ“ გაიმარჯვა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილის გასხვისების აუქციონი გაიმართა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში კომპანია შპს „კავკასიის ქარის კომპანიამ" გაიმარჯვა, რომელმაც შეძენის ფასი  14,400,000,00 აშშ დოლარი (თოთხმეტი მილიონ ოთხასი ათასი) დააფიქსირა. გამარჯვებულ კომპანიასთან 10 დღის ვადაში გაფორმდება წილის შესყიდვის   წინარე ხელშეკრულება, წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის განმავლობაში კი  შპს „კავკასიის ქარის კომპანიას" აქვს შესაძლებობა აწარმოოს მოლაპარაკება   ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სესხის გადაყოლის შესახებ. თუ არ შედგება შეთანხმება, მაშინ კომპანია ვალდებულია მოახდინოს ჯერ სესხის თანხის გადაფარვა, ხოლო შემდგომ კი   „გამყიდველების" მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე „შეძენის ფასის" ჩარიცხვა.

სს „საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდისა" და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ  შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის" 100%–იანი  წილის საჯარო აუქციონით გაყიდვის მიზნით განაცხადი 16 სექტემბერს გამოქვეყნდა და  სააუქციონო დოკუმენტაცია  ცხრა კომპანიამ გაიტანა. კომპანიის საბაზრო  საწყისი ღირებულება 14, 250, 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

 ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში  2016 წლის დეკემბერში შევიდა, მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება კი 84,1 მილიონი კილოვატ საათია.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics