23:04 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 18:08:40, 1698 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმაც დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება გახდა, რომლის დამკტიცების პირობაც მმართველმა გუნდმა 2 თვის წინ დადო.

„მე ვტოვებ ქართული ოცნების უმრავლესობას და შესაბამისად, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამ შემთხვევაში, ჩვენი, ორი თვის წინ დადებული პირობა, რაც საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მივეცით, იყო პრინციპული საკითხი, გაგვეტანა ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, ჯაშის გარდა, დღეს კენჭისყრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ 7-მა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი; თამარ ხულორდავა; ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ზაზა ხუციშვილი; სოფიო ქაცარავა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics