08:43 - 15 Jun, 2026
|
2019-11-14 16:19:41, 2736 ნახვა
რეგიონი
ბრილში ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულდა
სოფელ ბრილში ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულდა. შესრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებმა კომისიამ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სოფლის ცენტრში მოეწყო გზის საყრდენი კედელი და მოაჯირი, გარემონტდა სოფლის სახლი, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგო ბეტონის საფარი, დამონტაჟდა გარე-განათება და დაიდგა დეკორატიული სკამები. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 907 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ი/მ გივი ზოიძემ შეასრულა. მიმდინარე წელს, ადმინისტრაციული და სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხიჭაურის, ჭვანისა და დაბის ადმინისტრაციულ ცენტრებში, ხოლო ბარათაულში, დღვანსა და ოლადაურში სამუშაოები დასრულებულია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)