23:08 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 12:34:22, 979 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თავისუფალი კენჭისყრა გაიმართება

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტთან დაკავშირებით თავისუფალი კენჭისყრა გაიმართება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პარლამენტში კანონპროექტი არ ჩავარდება. 

„ხალხი რომ სასტვენებით დგას ამან კიდევ დაბულინგების სახე მიიღო. რამაც  ჩვენი ზოგიერთი კოლეგის გაღიზიანება გამოიწვია. ბევრი საკითხიდან გამომდინარე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა და ძალიან დიდი ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ საჭიროა გუნდის ერთობა. მე არ ველოდები, რომ კანონპროექტი ჩავარდება.

პარტიიდან გარიცხვის საკითხი არ უნდა დადგეს დღის წესრიგში, რადგან გუნდის ერთობა არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ თემა. სახელმწიფოს სერიოზულად დაეტყობა გუნდის უმრავლესობის გახლეჩვა და ამ პოზიციის გადაყვანა ისეთ კონფლიქტში რომელიც ქვეყანას დაეტყობა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა“, - განაცხადა გია ვოლსკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics