21:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 10:58:07, 1082 ნახვა

პოლიტიკა
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავს

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს აქციას მართავს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები და საყვირები აქვთ მიტანილი.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ეს მათი ბოლო გაფრთხილებაა ხელისუფლებისადმი. ისინი იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტისტუციო ცვლილებების კანონპროექტს არ ჩააგდებს, რადგან წინააღდეგ შემთხვევაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობით იმუქრებიან.

„ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილს. იმედია ექნებათ გონიერება და ჩვენი ქვეყნის მომავალს საფრთხის ქვეშ არ ჩააგდებენ. ის, რაც ხდება, ეს არის დადგმული სპექტაკლი. ამ დეპუტატებს აქამდე ხმა არ ამოუღიათ ახლა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა. „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს ერთი ადამიანიც კი,  რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდეს. მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი ამ კანონპროექტს არ ჩააგდებენ“, - განაცხადა მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. დღეს 12:00 საათზე კი პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება. აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრა გუშინ უნდა მომხდარიყო, თუმცა დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ცვლილება კენჭისყრაზე დღეს დადგებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics