02:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 19:19:48, 426 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვა, ნათლად გამოკვეთილი პროვოკაციაა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შეფასებით, ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან, ნათლად გამოკვეთილი პროვოკაციაა. 

როგორც ტუსკმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხვალ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვევა და  მათ მუშაობას ადგილზე გაეცნობა.

ამასთან, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„პირადად მივიჩნევ,  რომ ბოლო დროის ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან, სეპარატისტულ რეჟიმთან სამხრეთ ოსეთში,   ნამდვილად არასწორი მიმართულებაა, ეს ნათლად გამოკვეთილი პროვოკაციაა და ნამდვილად არ ემსახურება ნდობისა და სხვა ძალისხმევას, რომელიც  მიმართულია სიტუაციის სტაბილიზებისა და კონფლიქტის ხანგრძლივი მოგვარებისკენ. ხვალ ვეწვევი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რათა საკუთარი თვალით ვიხილო,  თუ რა მდგომარეობაა იქ და მექნება საშუალება  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობს გავეცნო. ევროკავშირის პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ნათლად გამოხატულია. ჩვენ მტკიცედ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. ხელშეკრულებებს  რუსეთის ფედერაციას,  სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ყველა თავისი ვალდებულება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული“,-განაცხადა დონალდ ტუსკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics