19:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 13:38:16, 2772 ნახვა

რეგიონი
ღია შეხვედრების ფარგლებში, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მოსახლეობას შეხვდა

მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება. დღეს თორნიკე რიჟვაძე მწვანე კონცხის და თამარის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობას გააცნო 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომლის ფორმირებაც მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება. შეხვედრაზე ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებად გზების მოასფალტება და მუნიციპალური ტრანსპორტი დაასახელეს.

,,ჩვენ ვაგრძელებთ ბათუმში ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ,  მნიშვნელოვანია ადგილზე ვიცნობდეთ სიტუაციას. ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, უნდა გადაიჭრას ერთობლივი ძალისხმევით, ოპერატიულად. ხალხს უნდა ქონდეს მაქსიმალური წვდომა ყველა იმ სახელმწიფო სერვისზე, რომელზეც სახელმწიფო ვალდებულია  აგრძელებდეს ზრუნვას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია,  რომ ყველა მოქალაქეს ქონდეს განცდა, რომ ის ბიუჯეტი, რომელიც იგეგმება,  იქნება ეს მუნიციპალური თუ რესპუბლიკის ბიუჯეტი, ითვალისწინებს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომლის მოგვარებაც აუცილებელია" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მოსახლეობასთან ღია შეხვედრები აჭარაში უკვე 4 თვეზე მეტია მიმდინარეობს. მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეხვედრები ბათუმის და შემოერთებული ტერიტორიების მცხოვრებლებთან.

დღევანდელ  შეხვედრას  ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ასევე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ წულაძე ესწრებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics