|
2019-11-13 13:35:24, 2358 ნახვა
რეგიონი
კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება
კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, საგზაო სამუშაოების დასრულების შედეგად, საგზაო მოძრაობაც აღდგება, გზატკეცილის კეთილმოწყობის სამუშაოები კი პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ამჟამად, საგზაო სამუშაოების პარალელურად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ ახლადგამოვლენილი დაზიანებული ქსელის ჩანაცვლების სამუშაოები მიმდინარეობს. „კახეთის გზატკეცილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტია, რომელსაც თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს. სამუშაოები კახეთის გზატკეცილზე ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. შეიძლება სულ რამდენიმე დღე გადაცდეს იმის გათვალისწინებით, რომ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, GWP-მ დაზიანებული ქსელი აღმოაჩინა და მისი ჩანაცვლების სამუშაოები დაიწყო. ამდენად, ისნის პანდუსთან განთავსებულ 120-მეტრიან მონაკვეთში განახლებული ქსელი გვექნება. მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად უნდა იყოს მოწესრიგებული იმისთვის, რომ წლების შემდეგ რაიმე პრობლემამ თავი არ იჩინოს. პროექტი იდეალური იქნება, როდესაც დასრულდება თავისი გამწვანებითა და განათების სისტემით. ნოემბრის ბოლოს საგზაო მოძრაობა გახსნილი უნდა იყოს და ავტომობილებს შეუფერხებლად უნდა შეეძლოთ გადაადგილება. პარალელურ რეჟიმში, განვაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ გავალამაზოთ, გავამწვანოთ, განათების ბოძები შევცვალოთ და ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გადაჭიმული, მიწის ქვეშ განვათავსოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში, იწარმოებს საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები.
(NS)
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)