10:00 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 12:05:30, 2594 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  პროექტების მიმდინარეობა, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და კავკასიაში EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება აჭარაში.

EBRD-თან ერთად დაისახა პრიორიტეტები, რომელიც უკავშირდება ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას, არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლებას გარემოსთვის უსაფრთხო ტრანსპორტით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მყარი ნარჩენების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნას ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად.

2018 წლის ივლისში, ბათუმი შეუერთდა EBRD- ს მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამას, რომელიც ქალაქებს მათი მდგრადი განვითარების ხედვისა და სტრატეგიული მიზნების შემუშავებაში ეხმარება.

შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავა ესწრებოდნენ.

კატარინა ბიორლინ ჰანსენის ვიზიტის ფარგლებში 12 ნოემბერს გაიმართა პროექტის "ბათუმის მწვანე ქალაქის კონცეფცია" პრეზენტაცია.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics