19:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 21:36:05, 1734 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქმე ეხება ფუნდამენტურ ცვლილებას

„საქმე ეხება ფუნდამენტურ ცვლილებას. ეს არის ცვლილება, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ისტორიას ცვლის. ჩვენ, დღეს ვსაუბრობთ პროპორციულ სისტემაზე, ეს არის ფენომენი, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული პარლამენტარიზმთან, პარლამენტარიზმის განვითარებასთან, პოლიტიკური კულტურის განვითარებასთან. სწორედ იმიტომ გვინდა შემოვიტანოთ ეს ცვლილება, რომ ეს ყველაფერი განვითარდეს. განვითარდეს პარლამენტარიზმი და პარტიული სისტემა ჩვენს ქვეყანაში",-ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.

 ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის მოწოდებები, რომ კენჭისყრა დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემის გარეშე გაიმართოს, მიუღებელია და პარლამენტარიზმის მთავარ და ძირითად პრინციპებთან შეუსაბამო. მისივე თქმითვე, მსგავსი მოწოდებებით, ოპოზიცია საკუთარ რეალურ სახეს წარმოაჩენს.

 „ამ ფონზე, როდესაც ჩვენ გვესმის ის, რომ განხილვის გარეშე დეპუტატები უნდა დავაიგნოროთ, რომ მათ პასუხები არ უნდა გავცეთ, სულ რომ გვერდზე გადავდოთ ფორმალიზმი პროცედურების, ეს არის პარლამენტარიზმის თავზე დამხობა. ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ.  ეს არის ხალხი, ინიციატორით დაწყებული და ტაშის დამკვრელით დამთავრებული, ვინც საქართველოში მარხავდა პარლამენტარიზმს 9 წლის განმავლობაში. პირდაპირ კენჭისყრა ეს არის მიუღებელი. როდესაც დეპუტატებს პირდაპირ ეუბნებით, რომ ისინი არიან ღილაკზე თითის მიმჭერები, ეს ვერ იქნება შედეგის მომტანი. ეს ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს 2012 წელს, როდესაც 150 დეპუტატი, და აქ შედიოდა როგორც ნაცმოძრაობა, ასევე მისი მართული ოპოზიცია, ღილაკზე აჭერდა ხელს. ეს დრო დამთავრდა. ჩაბარდა წარსულს, როდესაც ფორმალურად განიხილავდნენ აქ კანონპროექტებს და როდესაც დეპუტატები, მათ შორის ოპოზიციაც, მხოლოდ ღილაკს აჭერდა ხელს.

 როდესაც განვიხილავთ ასეთ მნიშნელოვან ცვლილებებს და თქვენ დეპუტატს ეუბნებით რომ მხოლოდ ღილაკს თითი უნდა მიაჭიროს, ეს მეტყველებს იმ პოლიტიკურ კულტურაზე, რომელიც თქვენ გქონდათ 9 წლის განმავლობაში და რომლითაც თქვენ აგრძელებთ ცხოვრებას მომდევნო 8 წლის განმავლობაში. ეს არის თქვენი სახე",-განაცხადა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics