21:32 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 12:24:48, 1132 ნახვა

რეგიონი
სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში „ მწვანე კუთხე“ მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი   ინფორმაციისა   და   განათლების   ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი   მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის იმ საჯარო სკოლას ესტუმრა, რომელსაც ცენტრის მიერ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ფარგლებში  “რჩეული სკოლის” ტიტული მიენიჭა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ  სკოლაში მოეწყო გარემოსდაცვითი ლიტერატურით უზრუნველყოფილი “მწვანე კუთხე”, სადაც მოსწავლეები და ეკო კლუბის წევრები შეძლებენ გამართონ შეხვედრები, დისკუსიები და გამოიყენონ ლიტერატურა გარემოსდაცვითი აქტვიობებისთვის. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრსა და სოფელ გალავნის საჯარო სკოლის ეკო კლუბს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რომლის მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.

სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წლიდან ტარდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

2019 წელს პრემიის თემა იყო მდგრადი განვითრების მიზნები (SDGs) და აერთიანებდა 500–მდე სკოლას, ქვეყნის მასშტაბით.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics