|
2019-11-11 13:12:51, 1565 ნახვა
პოლიტიკა
ნაზი ჯანეზაშვილი 10 მიზეზს ასახელებს რის გამოც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი 10 მიზეზს ასახელებს, რომლის გამოც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს. 1) 20 ივნისის კენჭისყრაზე გამოვლენილი დარღვევები. 2) გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დარღვევით დარეგისტრირება. 3) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის , როგორც იუსტიციის საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის ინტერესთა კონფლიქტი. 4) იუსტიციის უმაღლესი დაბჭოს მდივანს ხელი მიუწვდება სხვა კანდიდატების განცხადებებზე, ელექტრონული პორტალის მეშვეობით. 5) უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების თამარ ონიანისა და ირაკლი შენგელიას ინტერესთა კონფლიქტი. 6) კანონდარღვევით დადგენილი კენჭისყრის შედეგების ოქმი. 7) დიმიტრი გვრიტიშვილი, როგორც საბჭოს სხდომების არაუფლებამოსილი თავმჯდომარე. 8) კენჭისყრის თაობაზე კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა. 9) სხდომების საჯაროობის ნაკლებობა, სხდომის დროისა და დღის წესრიგების დაგვიანებით გამოქვეყნების თვალსაზრისით. 10) მოსამართლე წევრების მხრიდან სამოსამართლო ეთიკის სტანდარტების დარღვევა. ჯანეზაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი განსხვავებულ აზრს ყურადღებას მიაქცევს, რადგან საუბარია კანონის დარღვევაზე და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები დოკუმენტში მითითებული აქვს. „ჩემს დოკუმენტში საუბარია იმ 10 პროცედურულ ხარვეზზე, რომლის გამოც პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს თუნდაც ერთ წევრს. აქ გაანალიზებული და შეჯამებულია ყველა ის ხარვეზი, რომელიც გამოვლინდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის დროს. პარლამენტს უფლება აქვს, მხედველობაში მიიღოს ან არ მიიღოს დოკუმენტში წარმოდგენილი ხარვეზები და შესაბამისად, გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს რეკომენდაცია, რომელიც პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არც ერთი კანდიდატს“, - ამბობს ჯანეზაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)