|
2019-11-11 12:27:16, 1126 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: მეუფე პეტრეს პოლიტიკური ხედვები რუსეთთან დაკავშირებით, ახლოსაა ბიძინა ივანიშვილის ხედვებთან
„მეუფე პეტრეს ხედვები რუსეთთან დაკავშირებით ძალიან ახლოსაა ბიძინა ივანიშვილის ხედვებთან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილიც და მეუფე პეტრეც მიიჩნევენ, რომ 2008 წლის ომზე პასუხისმგებელი პუტინი არ არის. „რუსეთთან დაკავშირებით მისი ხედვები ვფიქრობ, რომ უფრო ახლოს არის ბიძინა ივანიშვილის ხედვებთან. მაგალითად, ორივეს მიაჩნია, რომ უშუალოდ პუტინი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 2008 წელს. მან ასევე საკმაოდ პოზიტიურად ისაუბრა ივანიშვილზე, გახარიაზე და ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ის ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გარკვეულ მიმართულებებთან, რაც ეხება სხვადასხვა პოლიტიკის საკითხებს. ჩემთვის გაუგებარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი სად გამოიკვეთა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)