06:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 20:02:18, 1453 ნახვა

სამართალი
შსს-ს ცნობით, კინო „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე 2 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მათი დაკავება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლოსა და ხულიგნობის ბრალდებით მოხდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

აღნიშნული პირები პოლიციამ საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყება მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, - აცხადებენ შსს-ში.

გარდა ამისა, სამინისტროში ადასტურებენ, რომ კოსტავას გამზირზე ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics