19:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 15:06:11, 1484 ნახვა

ეკონომიკა
Welcome to Georgia! - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2019 წლის ფინალისტები და გამარჯვებულები უკვე ცნობილია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჟიურის წევრთა საბოლოო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დამოუკიდებელი აუდიტის BDO საქართველოს მეთვალყურეობის ქვეშ 2019 წლის ფინალისტები დასახელდნენ. გამარჯვებულები კი 2019 წლის, 6 დეკემბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან. 26 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდება ის, ვინც დამსახურებულად მოირგებს წოდებას- „საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“. ასევე, გამოვლინდებიან გამარჯვებულები 2019 წლის ახალ კატეგორიებშიც: „საუკეთესო ავიაკომპანია“, „საუკეთესო ტრადიციული რეწვა“, „საუკეთესო ნიშური ტურიზმი“, „საუკეთესო სოფლის ტურიზმი“, „საუკეთესო მცირე მეღვინეობა“. წელს პირველად დასახელდება კომპანია სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილ ნომინაციაში-  „H2O Water Saving Award” . ასევე დაწესდება სპეციალური პრიზი - Khetsuriani Trophy.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში, და წარმოადგენს ერთგვარ „ოსკარს“ ინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად. წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა პროექტისთვის და მისი ფორმატი საკმაოდ განსხვავდება წინა წლებისგან. საზეიმო ღონისძება 2019 წლის, 6 დეკემბერს სასტუმრო “Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace”-ში გაიმართება.  ღონისძიებას დაესწრება 700-მდე სტუმარი. მათ შორის,  საუკეთესო სასტუმროების, რესტორნების, ღვინის ქარხნების, მაღალი რანგის წარმომადგენლები. ბაზრის წამყვანი დეველოპერები, ქვეყნის ძირითადი საწარმოები, მთავრობის, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, სასტუმროს ოპერატორები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და მედია.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics