2019-11-08 13:51:45, 868 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო განათებების მონტაჟის დაწყების გამო, კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან მიაწოდეს.
"აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - „კინო საქართველოდან“ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - „ისნის“ მეტროსადგურამდე.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს," - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,