10:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 12:34:00, 792 ნახვა

საზოგადოება
გურამ ფალავანდიშვილი: ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა კომბლების, ჯოხების და რტყმევის გარეშე

„ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა კომბლების, ჯოხების და რტყმევის გარეშე“, - ამის შესახებ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრმა, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას კინოთეატრ „კავეაში“, „თბილისი მოლის“ და  „ისთ ფოინთის“ ტერიტორიაზე აპირებს.

„გამოვაღებ კარს და გამოვრთავ ფილმს, არ დავუშვებთ, რომ დღეს კინო-თეატრებში ფილმი გავიდეს. ვთქვათ, პოლიციელი მირტყამს ზურგში ჯოხს, მე არ ვპასუხობ მას, მაგრამ მივიწევ წინ, რომ გამოვრთო ფილმის ჩვენება. ჩვენ შევდივართ აწეული ხელებით. თუ პოლიცია ხალხს ცემას და ნიჩბებით ხოცვას დაუწყებს არ ვიცი მაშინ რა მოხდება, შეიძლება მაინც მოვითმინოთ. მე ვარ მომხრე, რომ წავიდეთ რუსთაველზე და არ დავიშალოთ, შემოვიერთოთ ხალხი მანამ, სანამ ის ადამიანი არ აგებს პასუხს, ვინც პროტესტის მიუხედავად ამ ფილმს სამი დღე მაინც გაუშვებს. ფილმი, რომ კატების წამებაზე იყოს ხომ ყველა დაირაზმებოდით? რატომ მიეჩვიეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას? ჩვენი მხარდამჭერები მოდიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. 1 500-მდე კაცი მხოლოდ სამეგრელოდან მოდის. ამ ფილმის გაშვება არის საშინილება", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics