|
2019-11-08 10:19:02, 1354 ნახვა
ეკონომიკა
დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო
მსოფლიოში უმსხვილესმა, ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის შემდეგ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო. როგორც აეროპორტების გაერთიანებიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, პირველი პირდაპირი ფრენა Ryanair-მა ქუთაისის მიმართულებით 7 ნოემბერს მარსელიდან განახორციელა. მათივე ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, Ryanair-ის კომუნიკაციის მენეჯერმა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთში ოლგა პავლონკამ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. პირველი რეისის ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და ავიაკომპანია Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს. ,,მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს - Ryanair-ი საქართველოშია. მოგეხსენებათ, მრავალი წელია იყო პირდაპირი დაკვეთა მოსახლეობის მხრიდან, რომ შემოგვეყვანა ეს ავიაკომპანია და ჩვენ რამდენიმე თვის წინ განვაახლეთ და წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები. Ryanair-ი საქართველოში ნიშნავს მეტ ევროპელ ტურისტს და რა თქმა უნდა, ასევე, ხელმისაწვდომ ფრენებს ევროპის მიმართულებით. საქართველოს წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლით ქართულ ავიაციასა და ტურიზმში ახალი ერა იწყება,“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. 9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ბოლონია დაემატება. Ryanair დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს. ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით რეისებს მილანში შეასრულებს. 2020 წლის აპრილიდან კი პირდაპირ რეისების განხორციელებას კვირაში ორჯერ კიოლნი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)