19:03 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 16:16:16, 1540 ნახვა

ეკონომიკა
„ჩინეთიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდის დიდ პოტენციალს ვხედავთ“ - ჩინური ონლაინ ტურისტული სააგენტოს უფროსი დირექტორი

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა მინისტრ ნათია თურნავასთან. მიგვაჩნია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მომავალში ჩვენ ვხედავთ ჩინეთიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდის პოტენციალს," - განაცხადა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ ტურისტული კომპანიის Ctrip - ის უფროსმა დირექტორმა ჩარლზ ლიუმ, რომელმაც შანხაიში შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან.

ჩარლზ ლიუს განცხადებით, ტურიზმის თვალსაზრისით, საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია - ეს არის მისი ადგილმდებარეობა, სათხილამურო კურორტები, მდიდარი ისტორია და შესანიშნავი საკვები და ღვინო. „ვგულისხმობ, რომ საქართველოში ტურიზმის უამრავი სექტორია. თქვენ ასევე გაქვთ ბათუმი და ულამაზესი სანაპირო ზოლი" - აღნიშნა ჩარლზ ლიუმ.

ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოში ადვილია ვიზის მიღება. მისი თქმით, უპირატესობაა ისიც, რომ ქვეყანას უკვე აქვს ელექტრონული ვიზა და პირდაპირი ფრენები პეკინიდან თბილისში, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელია.

„მტკიცედ მჯერა, რომ სულ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში,"- განაცხადა Ctrip - ის უფროსმა დირექტორმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics