18:23 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 12:13:46, 510 ნახვა

საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისში მომხდარი სტიქიის მიზეზებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა  13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს.

ანგარიში საზოგადოებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო. 
გარემოსა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 13-14 ივნისს მდ.ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდობზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრას, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას თან დაერთო კლდეზვავების, მეწყერების, ღვარცოფების, მდინერეებში სიღრმითი და გვერდითი ეროზიების,  წყალმოვარდნების, წყალდიდობების, დატბორვების და სეტყვის მასშტაბური განვითარება,  რასაც მოჰყვა თანმდევი უარყოფოთი შედეგები და ადამიანთა მსხვერპლი.
 სპეციალისტების მიერ საველე პირობებში მოპოვებული ინფორმაციისა და საფონდო (ისტორიული) გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მასალების ანალიზის საფუძველზე შედგენილი იქნა წინასწარი ანგარიში, რომელშიც მოცემულია მდ.ვერეს ხეობაში ადრეულ წლებში განვითრებული კატასტრობების სტატისტიკური მონაცემები, სტიქიის გამომწვევი ბუნებრივი მიზეზები, ცალკეული უკიდურესად გართულებული უბნების გეოდინამიკური პირობები  და შემუშავებულია რეკომენდაციები სამომავლოდ დამცავი ღონისძიების გასატარებლად, როგორც ახლო, ასევე საშუალო ვადიან პერსპექტივაში. 
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის დარგის სპეციალისტებმა მდ.ვერეს ხეობაში კატასტოფის განვითარების პირველივე წუთებში დაიწყეს სიტუაციის ადგილზე ოპერატიულად შეფასება, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა, გადუდებელი დამცავი ღონისძიებების გასატარების მიზნით სპეციალისტები რეკომენდაციებს ადგილზე გაცემდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics