|
2019-11-06 15:58:16, 2430 ნახვა
რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზე სახელმწიფო იზრუნებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა დაათვალიერა. გაიმართა შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან. თორნიკე რიჟვაძემ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი მოთმინებით და ძალიან კონსტრუქციულად ელოდებოდნენ ამ ობიექტის დასრულებას. „ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების მოლოდინებთან შესაბამისი. მჯერა, ძალიან მალე მივიღებთ პირველ პაციენტებს და მათ ექნებათ წვდომა ხარისხიან და ხელმისაწვდომ სამედიცინო სერვისებზე, სადაც თქვენ და თქვენს შრომას ექნება დაფასება და მოგიწევთ ღირსეულ სამუშაო გარემოში მუშაობა", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ბათუმის რესპუბლიკური საავამდყოფოს განვითარების პროექტზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული გეგმა გააცნო. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის შესაბამის აღჭურვაზე სახელმწიფო იზრუნებს. ის ერთ-ერთია იმ ოთხი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მართვაში იქნება. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება ასევე სტუდენტების და არსებული სამედიცინო კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)