|
2019-11-06 11:13:28, 2347 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, რათა ტერორიზმმა საქართველოში არ შემოაღწიოს
ბათუმში, თავდაცვის კონფერენციაზე შეკრებილ დელეგატებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. სიტყვით გამოსვლის დროს, ზურაბიშვილმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში გასულ კვირას ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ კიბერშეტევაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიბერთავდასხმა 30 000 დომიენზე განხორციელდა და მათ შორის მისი ადმინისტრაციის საიტიც იყო. "უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოსთვის და ზოგადად ყველასთვის დღევანდელ მშოფლიოში იზრდება. საქართველო არ არის დაშორებული კრიზისის თაღს, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც რჩება სტაბილურობის კუნძულად. ქვეყანამ წარმატებას მიაღწია იმით, რომ მის განვითარებაზე გავლენა არაფერს არ მოუხდენია. ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, რათა ტერორიზმმა საქართველოში არ შემოაღწიოს. დღეს საფრთხეები ახალ ფორმებს იძენს. წარმოდგენილია კიბერუსაფრთხოების საფრთხე. გასულ კვირას საქართველოში 30 000 დომეინი აღმოჩნდა შეტევის ქვეშ, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი. ერთობლივი ძალისხვემვით და თანამშრომლებით უნდა დავიცვათ ჩვენი ობიექტები, რადგან მარტო ამას ვერ გავუმკლავდებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმლა. ზურაბიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მისი ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)