07:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 15:57:21, 2041 ნახვა

სამართალი
თაღლითობაში და ქურდობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თაღლითობისთვის, ქურდობისთვის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცებისთვის და მოტყუებით, ქონების დაზიანებისთვის ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.მ.-მ „ჰონდა ფიტის" მარკის ავტომანქანა იქირავა დ.მ.-სგან. ზეპირი შეთანხმების თანახმად, ლ.მ.-ს მისთვის დღეში 40 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა 2 კვირის საფასურის გადახდის შემდეგ  მობილური ტელეფონი გამორთო და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა.

"2018 წლის 13 დეკემბერს, ლ.მ. შეჩერებული იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ და  ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 23-24 ოქტომბერს, ლ.მ. ქ.თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რ.ც.-ს კუთვნილი „დაევო მატიზის" მარკის ავტომანქანიდან, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ.ც.-ს პირად დოკუმენტაციასა და ნივთებს, ხოლო 2018 წლის 14 დეკემბერს,  საღამოს საათებში,  ქ.თბილისი, სულხან ცინცაძის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ.ც.-ს საზღვარგარეთის პასპორტისა და მართვის მოწმობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, იქირავა  გ.მ.-ს კუთვნილი „ტოიოტა პრიუსის'' მარკის ავტომანქანა, შემდეგ კი პატრონს აღარ დაუბრუნა, რითაც დაზარალებულს დიდი ოდენობით, 11 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. აღნიშნული ავტომანქანა სამართალდამცველების მიერ იქნა ამოღებული.

სამართალდამცველებმა ლ.მ. 2019 წლის 24 იანვარს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით და   180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტით (პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 7  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics