2019-11-04 15:29:42, 2399 ნახვა
კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: კეკლუცობის გარეშე, ჩემი ყველაზე ღირებული ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლაა
„ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „Entrepreneur საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, პოლიტიკაში მისმა მონაწილეობამ წინა ხელისუფლების მშვიდობიანად ჩამოშორებას შეუწყო ხელი.
„შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი. პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ.
ლიკა ბესელია
ავტორი: ექსპრესნიუსი,