|
2019-11-04 11:47:39, 1130 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი: „ევროპული საქართველო“ სერიოზულობის ფარგლებს გასცდა
"ალბათ, მიზანშეწონილია, უმრავლესობაში ვიფიქროთ დავაინიციროთ პროექტი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე "ევროპული საქართველოს" რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით," - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ გასცდა სერიოულობის ფარგლებს და ცდილობს რაიმე ფორმით დღის წესრიგში იყოს. „მგონია, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებას ამასთან დაკავშირებით უკვე თავი უნდა დავანებოთ. მართლა ყოველგვარ ზღვარს სცდება და აღნიშნულს სერიოზულობით ვეღარ მოვეკიდებით. ალბათ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, დავაინიციროთ პროექტი ოპოზიიციის, ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით, რადგან ეს ხალხი მგონია, რომ პარლამენტში არ გრძნობს თავს, ეს ხალხი უკვე გასცდა სერიოზულობის, რაციონალურობის ფარგლებს და ერთადერთი, რითიც მანიპულირებენ, დღის წესრიგის შექმნაა, რომ რაიმე ფორმით დღის წესრიგში იყვნენ, მათთან დაკავშირებით ჩვენ შეკითხვები დაგვისვათ, შემდეგ გიპასუხოთ და ა.შ.“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ამასთან, ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ მორიგ მოთხოვნაზე, მეუფე იაკობის განცხადებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, აღნიშნა რომ მათ მიერ შეთავაზებული იდეები არარაციონალური. „კანონშემოქმედებით საქმიანობაში, რაიმე რაციონალური იდეების შემოთავაზებაში ისინი არ არიან ჩართული, ერთადერთი, რაც აფიქრებთ, მათ ირგვლივ დღის წესრიგის შექმნაა. ხვდებიან, რომ მათ მიმართ საზოგადოების არანაირი პიზიტიური განწყობა არ არსებობს, ალბათ ნულს ქვემოთ რეიტინგი აქვთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)