2019-11-04 11:32:17, 1089 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმართა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური მიმართვა 1 -ელ ნოემბერს წარედგინა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით 25 ოქტომბერს მიმართა.
შესაბამისი მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა.
გვრიტიშვილის განმარტებით, ამ მოთხოვნის საფუძველი ის არის, რომ დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. მისი მტკიცებით, დოლიძემ არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის მოითხოვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,