|
2015-07-19 14:46:18, 1036 ნახვა
სამართალი
აკაკი კარტოზიას დაკავებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო ეხმაურება
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის - გიორგი ახვლედიანის სამდივნო ადასტურებს, რომ აკაკი კარტოზია მათ აპარატში, სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს. ამასთანავე მოგახსენებთ, რომ აკაკი კარტოზიამ მიმდინარე წლის მაისში მონაწილეობა მიიღო საჯარო მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო გამოცდაში. მან ვერ გადალახა ბარიერი, რის გამოც, კანონის თანახმად, 14 აგვისტოს დაკავებული თანამდებობიდან უნდა განთავისუფლდეს. კარტოზიას დადებითი დახასიათების მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. შესაბამისად, თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მისი ბრალი დადასტურდება და იგი დამნაშავედ იქნება აღიარებული, ეს სამწუხარო ფაქტი იქნება და მან კანონის წინაშე აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. ავღნიშნავთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაირი კავშირი არ აქვს",-ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, მოქალაქე აკაკი კარტოზია დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამდივნოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, აკაკი კარტოზია თურქეთის მოქალაქეს თურქეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 6000 აშშ დოლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა აკაკი კარტოზია თბილისში, მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 3000 აშშ დოლარის აღების დროს დააკავეს. გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)