|
2019-11-02 16:00:26, 2681 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე: შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ წავალ თბილისში
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში გადასვლას არ აპირებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც ეპარქიის გადაბარების პროცესი დასრულდება, თბილისში ჩავა. „მე ვემორჩილები ამ თუნდაც უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას. როგორც მითხრეს, ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენიმე დღე დასჭირდება ამ აღწერას, ინვენტარიზაციას. შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში. მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქმა თქვა საკუთარი მოსაზრება, რომ ჯობია წამოვიდესო. კი ბატონო ვეთანხმები, თუ ჯობია. ამით უბრალოდ მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა ეპარქიაში, მრეველს არ დარჩენოდა იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი“, - განაცხდა მეუფე პეტრემ. შეგახსენებთ, რომ ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე, ინჩხურის მონასტერში გადასვლას ითხოვდა, თუმცა პატრიარქის გადაწყვეტილებით, შიომღვიმის მონასტერში განმწესდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)