17:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-19 10:56:30, 733 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში სილამაზის სალონები გაიხსნა

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სილამაზის სალონი გაიხსნა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სადალაქოების  ფუნქციონირება, ასევე, დაიწყო  N15 და N12 დაწესებულებებში, სადაც ის  მსჯავრდებულები დასაქმდნენ, რომლებმაც სტილისტობის შემსწავლელი კურსები წარმატებით გაიარეს. გარდა იმისა, რომ მათ კონკრეტული ხელობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გამოიმუშავეს, ისინი  შესაბამის  ანაზღაურებასაც იღებენ.

N5,  N12  და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში   სტილისტის პროფესიის დამადასტურებელი სერტიფიკატი უკვე 33 მსჯავრდებულს გადაეცა.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და განსაკუთრებით, მსჯავრდებულთა  დასაქმების კომპონენტს, როგორც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ  მიმართულებას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პენიტენციურ  და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში უკვე ფუნქციონირებს სამკერვალო და მაკარონის საწარმოები. უახლოეს მომავალში პურის  საცხობისა და ფეხსაცმლის სამკერვალოს გახსნა იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics