|
2019-11-01 18:57:07, 3313 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი მამალაძე - იმედს გამოვთქვამ, გათავისუფლების შემდეგ საშუალება მექნება, რიგ საკითხებზე პოზიცია დავაფიქსირო
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე წმინდა სინოდის მიერ მისი შეწყალების შუამდგომლობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. წერილში, რომელიც მედიას მისმა ადვოკატმა გააცნო, მამალაძე წერს, რომ უფლის მადლიერია და იმედს გამოთქვამს, გათავისუფლების შემდეგ რიგ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება. „მადლობას ვუხდი სული წმინდა ღმერთს, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება მიაღებინა და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება ყველაფერს იღონებს ამ შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ საპატიმროდან განთავისუფლების შემდეგ საშუალება მექნება დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით“, - წერს მამალაძე. რაც შეეხება მეუფე პეტრესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, დეკანოზის თქმით, მისთვის ეს საკითხი უაღრესად მძიმეა. „ამავდროულად, ჩემთვის სინოდი და სინოდის შემდგომ განვითარებული მოვლენები დაკავშირებული მიტროპოლიტ პეტრესთან არის უაღესად მძიმე და ვიმედოვნებ, რომ ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა“, - წერს გიორგი მამალაძე. შეგახსენებთ, საპატრიარქო პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების შესახებ შუამდგომლობით მიმართავს. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ გამართულ სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)