|
2015-07-19 10:50:10, 1936 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი: მზად ვართ, ბარსელონა-სევილიას მატჩს ღირსეულად ვუმასპინძლოთ
თბილისი უეფას ფინალური მატჩის ღირსეული მასპინძლობისთვის მზად არის, - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული დინამოს სტადიონი, რომელზეც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. რეაბილიტაციის პროცესში, გამაგრდა სტადიონის კონსტრუქცია, შეიცვალა შიდა დიზაინი, გახმოვანება, ტაბლოები, განათება და სკამები. მთავრობის მეთაურმა, თბილისის მერს დავით ნარმანიას და უეფას ფინალური მატჩის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენს ქვეყანას ექნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაკეთებული რემონტი, შეცვლილია ყველაფერი და მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ ბარსელონა-სევილიას მატჩს, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)