|
2019-11-01 15:57:46, 2438 ნახვა
კომენტარი
ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი: 3 წელი აფრთხილებდნენ მეუფე პეტრეს, პატრიარქისთვის შენდობა ეთხოვა
ჭყონდიდის ეპარქიაში ახალი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მივიდა. მეუფე პეტრესთან შეხვედრამდე, მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა რომ გუშინ მომხდარმა სკანდალურმა განცხადებამ მთელი საქართველო ააღელვა. მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში მეუფე პეტრეს აფრთხილებდნენ, რომ მისულიყო და შენდობა ეთხოვა პატრიარქისთვის, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა. „მთავარი შეკითხვა ის არის, რომ მესამე წელია მეუფე პეტრესთან იყო საუბარი, მივიდეს პატრიარქთან და შენდობა სთხოვოს მას, იყო ერთი, მეორე, მესამე გაფრთხილება... მე ვფიქრობ, რომ ყველას სტკივა გული იმაზე, რაც მოხდა გუშინ. გზაში, რომ მოვდიოდი ყველა მეუბნებოდა, რომ აღელვებულია მარტვილი. ასევე აღელვებულია წალკაც და მთელი საქართველო. უპირველესად უნდა დავმშვიდდეთ. მე ვარ ექიმი და თქვენ იცით, რომ ოპერაცია ვერ ტარდება, როდესაც პაციენტი ჩხუბობს. სწორედ გუშინდელი სინოდის სხდომაც პატრიარქმა დაიწყო სიტყვებით, ვაპატიოთ ერთმანეთს, რადგან ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, სურდა თუ არა ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობა, მიტროპოლიტმა განმარტა, რომ ის სოხუმის ეპარქიისთვის ემზადებოდა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)