|
2019-11-01 14:57:59, 2088 ნახვა
სამართალი
გახარია სამართალდამცავებს: სრულად ვითანამშრომლოთ სახელმწიფო ინსპექტორთან, რომ მოქალაქეებს მეტი ნდობა გაუჩნდეთ
„ის სისტემური პრობლემები, რომელიც ჩვენს წარსულში არსებობდა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, როდესაც ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ დანაშაულთან ბრძოლა, თავად ჩადიოდნენ დანაშაულს და შემდგომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ასეთი ხალხის დაუსჯელობას, ჩვენ გაგვხადა იძულებული 2014 წელს მთავრობას აეღო ვალდებულება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან სამართალდამცველი სტრუქტურების თანმშრომლობა იქნება საფუძველი, რომ მოქალაქეებს კიდევ მეტი ნდობა გაუჩნდეთ პოლიციის და ყველა სხვა სამართალდამცავი სისტემის წინაშე. "კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს აღვნიშნოთ გახლავთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დღეს იწყებს ახალი ფუნქციის განხორციელებას - ეს გახლავთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. მოგეხსენებათ, რომ ბევრ განვითარებულ ევროპულ ქვეყანას მსგავსი მექანიზმი საერთოდ არ აქვს. მაგრამ ის სისტემური პრობლემები, რომელიც ჩვენს წარსულში არსებობდა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, როდესაც ადამიანები რომლებსაც ევალებოდათ დანაშაულთან ბრძოლა თავად ჩადიოდნენ დანაშაულს და შემდგომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ასეთი ხალხის დაუსჯელობას, ჩვენ გაგვხადა იძულებული 2014 წელს მთავრობას აეღო ვალდებულება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე. რა თქმა უნდა ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვქონდა, რამეთუ სისტემა სრულად შეცვლილია და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. მე მინდა ვთხოვო კოლეგებს, სამართალდამცავი სიტემის წარმომადგენლებს, რომ სრულად ვითანამშრომლოთ ამ სტრუქტურასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა იქნება საფუძველი იმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ მეტი ნდობა გაუჩნდეთ პოლიციის და ყველა სხვა სამართალდამცავი სისტემის წინაშე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)