|
2015-07-18 22:48:03, 2779 ნახვა
Lifestyle
ნიკა გვარამია პრემიერს: თვითონ არ იცი, რა დამსახურებით მოხვდი თანამდებობაზე
ტელეკომპანია "რუსთავი-2" -ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ აქციაზე შეკრებილებს უსაქმურები უწოდა. გვარამიამ, პრემიერს მიმართა და დაინტერესდა, გაუკეთებია თუ, არა რამე. "მე ვარ უსაქმური, დღედაღამე რომ ვმუშაობ მთელი ჩემი ცხოვრება და კაცს ჭიქა არ გადაუდგამს ჩემს მაგივრად ცხოვრებაში, და შენ ხარ საქმიანი, თვითონ რომ არ იცი, რა დამსახურებით მოხვდი თანამდებობაზე (ნებისმიერზე, რაც გქონია) და მაგ თანამდებობებზე რომ არაფერი გაგიკეთებია სრულიად, შვილებს მაინც რომ მოუყვე." - წერს ნიკა გვარამია. “ ბევრი უსაქმური ადამიანია და, რა თქმა უნდა, მათ საქმე აღარ აქვთ, ნაციონალებს, მათ მხარდამჭერებს. 500 კაცი მოგროვდა, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც თვით ნაციონალებსაც კი ვაძლევთ უფლებას და ვიცავთ მათ. " - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)