15:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 14:26:50, 2337 ნახვა

პოლიტიკა
„შენ ხარ ტროცკისტი!“ - დაპირისპირება პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა გააკრიტიკა და თქვა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ადამიანების უფლებების დაცვას და შრომის კოდექსში რეალური ცვლილებების შეტანას.

აღნიშნულმა აკაკი ზოიძის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მან ნაცვლიშვილს „ტროცკისტი" უწოდა.

„ტროცკისტი ვარ მე ხო? შენ რომელი იდეოლოგიის წარმომადგენელი ხარ ბატონო აკაკი? შუაშისტი ხარ? ეგ არის პრობლემა, ვითომ რაღაც შუალედურს რომ პოულობთ და კომპრომისზე მიდიხართ ყველაფერზე და ხალხს რომ ატყუებთ, ვითომ რაღაც ცვლილებები შეგაქვთ“, - მიმართა ნაცვლიშვილმა ზოიძეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics