|
2019-11-01 11:53:32, 1103 ნახვა
კომენტარი
„მე დავინახე თვალები, რომელიც „კაგებემ“ და სპეცსამსახურებმა ვერ გატეხეს“ - მარგველაშვილი პატრიარქს შეხვდა
„მე დავინახე თვალები, რომელიც კაგებემ და სპეცსამსახურებმა ვერ გატეხეს“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ყოფილმა პრეზიდენტმა მეუფე პეტრეს მიერ გუშინ გაჟღერებულ ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პატრიარქს "პიდარასტიის ცოდვით შეპყრობილად" "ზურგის“ გარეშე არ მოიხსენიებდა. „მე დამხვდა კათოლიკოს-პატრიარქის ნათელი ადამიანის თვალები, რომელსაც ბოლო 40 წელია, ვიცნობ. მივხვდი, რომ მის უწმინდესობას გავლილი აქვს არაერთი მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში. ის მტკიცედ დგას შეთითხნილი, მარტივი ინტრიგების ზემოთ. ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება ზურგისა და ამ ზურგის ინტერესების გარეშე არ ხდება ხოლმე. „კაგებეს“ სპეცსამსახურები ცდილობდნენ, რომ შეეცვალათ მისი ღირებულებები ჩვენი ქვეყნის მიმართ სამსახურიდან. იმ ფონზე, როდესაც პატრიარქმა „კაგებეს“ გაუძლო და საბჭოთა იმპერიის დანგრევას მოესწრო ეს კოღოს ნაკბენებია, რომელიც არანაირად არ არის მისი შემრყევი“, - განაცხადა მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში „მამათმავლობის ცოდვის“ მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)