2019-10-31 12:51:55, 2237 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე საბა - ცალსახად ვუჭერ მხარს უკრაინის ავტოკეფალიას
მეუფე საბა ინწკირველმა წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ისაუბრა.
"თქვენ იცით ჩემი საკითხი უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებ, წმინდა სინოდზე თუ იქნება მსჯელობა... მე ცალსახად, რა თქმა უნდა, უკრაინას მხარს ვუჭერ, დიახ, მე ვუჭერ პირადად მხარს "- თქვა მან.
საპატრიარქოში მიმდინარე სინოდის სხდომაზე მეუფე ანტონი, მეუფე საბა და მამა პეტრე მოვიდნენ. სასულიერო პირები საპატრიარქოში 10:00 საათიდან იკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ სხდომას რამდენიმე მღვდელმთავარი არ ესწრება.
სინოდის დღევანდელ სხდომას ხელმძღვანელობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ამასთან მღვდელთმთავრები არ გამორიცხავენ, რომ მსჯელობა გაიმართოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,