|
2015-07-18 15:36:25, 581 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ისეთი ავანტიურისტები, როგორიცაა "თავისუფალი ზონა", ანდრო ბარნოვი და სხვები, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები არიან
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობენ სიტუაცია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყების წინ განსაკუთრებით დაძაბონ. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. "ასეთი პროვოკაციებით, ეს ადამიანები ვერაფერს მიაღწევენ. ისეთი ავანტიურისტები, როგორიცაა "თავისუფალი ზონა", ანდრო ბარნოვი და სხვები, არიან ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები და ძაბავენ მოსახლეობას. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ მთავრობა აგრძელებს კონსტრუქციულ პოლიტიკას და ამას ხელს ვერავინ შეუშლის. შიდა დესტრუქციული ძალები ვერ შეგვაჩერებენ, რომლებიც განსაკუთრებით ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, ძაბავენ სიტუაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ეს არის აშკარა, მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც არის დასჯადი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)