|
2019-10-30 16:12:27, 2205 ნახვა
ეკონომიკა
სვინკელი თურნავას: მინდა მადლობა გითხრათ, რომ მთავრობასთან ერთად ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად მუშაობთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართულ კომპანია „არგოსა" და ნიდენლანდურ Royal Swinkels Family Brewers - ს შორის ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრო, რომლითაც ნიდერლანდურმა კომპანიამ „არგოს" წილის 40 პროცენტი შეისყიდა. კომპანიებს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც Royal Swinkels -მა „არგოს" ბრენდი „ჰოლანდიის" წარმოების ლიცენზია გადასცა. ქართულ კომპანიაში წილის შესყიდვით, Royal Swinkels -მა საქართველოს ლუდის ბაზარზე თავისი წილი 15 პროცენტამდე გაზარდა. ხელშეკრულების წილის შესყიდვის თაობაზე ხელი მოაწერეს კომპანია „არგოს" გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილ და Royal Swinkels Family Brewers - ის გენერალურმა დირექტორმა პიერ სვინკელმა. ხელმოწერის შემდეგ მედიასთან საუბარში, Royal Swinkels Family Brewers - ის გენერალურმა დირექტორმა პიერ სვინკელმა განაცხადა, რომ საქართველოს ლუდის ბაზარი დინამიურად იზრდება, რასაც ხელს უწყობს ტურიზმის სფეროს განვითარება. „ასევე დიდი პოტენციალი გვაქვს ქვეყნის გარეთაც. საქართველოს მთავრობას გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, რაც ძალიან ხელსაყრელია ექსპორტისთვის. ეს საშუალებას აძლევს ჩვენს კომპანიას ამ შეთანხმებების ფარგლებში წარმატებით გავიდეს საექსპორტო ბაზრებზე. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრს, რადგან მთავრობასთან ერთად მუშაობთ ამ ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად," - განაცხადა პიერ სვინკელმა.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)