08:21 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 14:18:47, 1786 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი: ამბროლაურის მერს აზარტული თამაშების გათამაშებაში „პორშეს“ მოგებას ვულოცავ - ეს სამარცხვინოა

„მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნულ ფაქტს სამარცხვინო უწოდა და კოლეგებს მოუწოდა, რომ "სიკვდილის ინდუსტრიაზე" იერიში მიიტანონ. 

„ეს არის სამარცხვინო, სირცხვილია! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე, კოლეგებო. სანამ ეს სივრცე, სანამ ეს სიკვდილის ინდუსტრია არსებობს, ასეთი სამარცხვინო რაღაცები მოხდება ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილი.

ცნობისთვის, 29 ოქტომბერს ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ ერთ-ერთი ტოტალიზატორის გათამაშებაში 2019 წლის ავტომობილი „პორშე“ მოიგო.

 

მოამზადა ლიკა ბესელიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ერთმორწმუნე რუსეთმა ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო პეჩერის ლავრა დაბომბა
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics