|
2019-10-30 13:57:22, 1755 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე: დღევანდელი გადმოსახედიდან ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება
"დღევანდელი გადმოსახედიდან ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება" - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტში ანაკლიის პროექტის განხილვის შემდეგ განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პროეექტის მეპატრონეებს გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ და ანაკლიის პროექტი დაპირისპირების ფაზად გადაიქცა. "ვთვლი, რომ მეტისმეტად გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ პროექტის მეპატრონეებს. აქ პირდაპირ იკვეთება, რომ წინა პრემიერ მინისტრის პირობებში პროექტს ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა და ყველაფერზე წინსწრებად მიდიოდნენ. შემდეგ ცდილობდნენ მის დაკორექტირებას და მთავრობას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ. შესაბამისად, ახალ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის დაპირისპირების უდიდესი ფაზა, რის გამოც ანაკლიის პროექტს საკმაოდ უჭირს. ის ყველა ასპექტი, რომელიც ზოგადად, ასეთ დიდ პროექტებს ახლავს სრულად არ არის გათვალისწინებული. ასევე, არ არის გათვალისწინებული გეოპოლიტიკური ინტერესები. ისტორიულად, როდესაც სადმე ახალი სავაჭრო გზა იჭრებოდა მას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ასე ადვილად არაფერი გამოვა, ამიტომ ვფიქრობ, კონსორციუმი და ჩვენი სახელმწიფო ამ ეტაპისთვის მზად არ არის ანაკლიის პროექტის წარმატებით დასრულებისთვის. იმის ნაცვლად, რომ უნისონში ერთობლივად იმოქმედონ დღეს საპირისპიროდ მოქმედებენ. ვფიქრობ, დღევანდელი გადასახედიდან პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება. ეს უკვე პოლიტიკური პროცესია, ვიდრე პროექტის განხორციელების პროცესი. აქ ეძებენ დამნაშავეებს, ვინ ვის დააბრალოს, თორემ პროექტის განხორციელებასთან მიმართებაში არის მხოლოდ ის ციფრები, რომელიც არ იძლევა არაფრის საშუალებას. პროექტის განხილვაზე მოყავთ უბრალოდ სხვადასხვა ავტორიტეტული კომპანიები. რეალურად საუბარია პორტზე, მაგრამ არ საუბრობენ სახელმწიფოს მხრიდან მზაობაზე შექმნას ის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში, რომელიც ამ პორტებს მოემსახურება. დღევანდელი, თითქოს დიდი საგზაო და სარკინიგზო პროექტები არ ყოფნის ამ პროექტებს შემდგომში განვითარებისთვის. ანაკლიის პროექტი უფრო წინმსწრებადაა გაკეთებული, ვიდრე ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი თავის დროზე მთავრობამ და კონსორციუმმა ერთობლივად დაიწყეს. მაშინ შესაძლებელი იყო ყველაფრის სხვაგვარად გადალაგება, მაგრამ დღეს მთავრობას სხვა პრიორიტეტი გააჩნია და შესაბამისად, არ უწყობს ხელს ამ პროექტის მთავარ პროექტად ჩამოყალიბებას", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)