08:22 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 12:46:08, 939 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: ჩვენ ვართ ღია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედებასთან დაკავშირებით „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას  დაესწრო.  მინისტრმა სახელმწიფო ინსპექტორს - ლონდა თოლორაიას და აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს წარმატება უსურვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახტანგ გომელაურმა სამინისტროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მე მინდა, პირველ რიგში, ქალბატონ ლონდას მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, მის გუნდს. ძალიან ბევრი იმუშავეს და ორ დღეში დაიწყებენ მუშაობას. იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი დიდი სამინისტროა საქართველოში, ძალოვან სტრუქტურებში. ჩვენ ვართ ღია, გახსნილები თანამშრომლობისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს - საპატრულო, კრიმინალური, მართლწესრიგის ოფიცრები -  ძალიან ხშირად აქვთ შეხება მოქალაქეებთან, ყველაზე მეტად.

აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა, სამწუხაროდ, არის ხოლმე რაღაც გადაცდომები, ეს გადაღლილობის თუ დატვირთვის ბრალია, არ ვიცი. სამწუხაროდ, ეს ხდება. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ეს იქნება სამართლიანი მოკვლევა თუ გამოძიება და სამართლიანი შეფასება ექნება ყველა იმ ქმედებას პოლიციელებისას", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ერთმორწმუნე რუსეთმა ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო პეჩერის ლავრა დაბომბა
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics