|
2019-10-30 11:04:07, 2546 ნახვა
სამართალი
გახარია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქცია სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობას გააძლიერებს
ჩვენი სამართალდამცავი სისტემისთვის გამოწვევას წარმოადგენდა სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, თუმცა ვფიქრობთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედება, იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით და ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მეგობარი ქვეყნების ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს რეფორმირების დიდი გზა ჯერ კიდევ გასავლელი აქვს. „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი და სახელმწიფო ინსპექტორი იყო დემოკრატიული რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელზეც ყველა შევთანხმდით და ერთობლივი ძალისხმევით გადავდგით ეს ნაბიჯი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღჭურვილია საგამოძიებო ფუნქციებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ წარმატებები უსურვა სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას და სამსახურის ახალ თანამშრომლებს, რომლებსაც მისი განცხადებით დიდი მისია აკისრიათ. „ის საგამოძიებო ფუნქცია, რომლითაც აღჭურვილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, იქნება ყველაზე დიდი არგუმენტი უახლოესი წლების განმავლობაში სამართალდამცავი სისტემის მიმართ მოქალაქეების ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ეს სამსახური ყველას დაუმტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი და რამდენად არ ეშინია მართლმსაჯულების სისტემას, სამართალდამცავ ორგანოებს, პირდაპირ, ღიად წარმოაჩინონ ის რეფორმები და ცვლილებები, რომლებიც ხდება პოლიციაში, პროკურატურაში, ყველა იმ უწყებაში, რომელიც ამ ორგანოს ძირითადი პარტნიორი იქნება", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება, სამართალდამცველებისა და მოხელის მიერ ჩადენილი შესაძლო ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას მოიცავს. საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელების შესახებ პრეზენტაცია სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გამართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)